როგორც უკვე მოგახსენეთ, ნიკლას ზულე ზაფხულში ბაიერნს დატოვებს და 4-წლიანი კონტრაქტით დორტმუნდის ბორუსიას შეუერთდება.
თუ გერმანულ გამოცემა Kicker-ს დავუჯერებთ, 26 წლის მცველი ბაიერნისგან ახალი კონტრაქტის თანახმად ორჯერ მეტ ხელფას, დაახლოებით 16 მილიონ ევროს ითხოვდა ყოველწლიურად. ზულეს აღნიშნულ მოთხოვნაზე რეკორდმაისტერმა მალევე უარით უპასუხა.
ბაიერნის პოზიცია ფეხბურთელმა უპატივცემულო ნაბიჯად აღიქვა, თუმცა მიუხედავად ამ ყველაფერისა, ბაიერნი გაკრვეულ დათმობაზე მაინც წავიდა, საბოლოოდ ზულე და მიუნხენური კლუბი ვერ შეთანხმდნენ და გერმანელი მცველი კარიერას ბორუსიას დორტმუნდში გააგრძელებს.
დორტმუნდში ზულეს ყოველწლიური ანაზღაურება 10 მილიონი ევრო იქნება.