საფეხბურთო ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) 2021 წელს მიღწეული წარმატებისთვის, მიუნხენის ბაიერნის პოლონელი ფორვარდი, რობერტ ლევანდოვსკი ოთხი პრიზით დააჯილდოვა.
ლევანდოვსკიმ შემდეგ ნომინაციებში გაიმარჯვა: ტოპ ლიგების საუკეთესო ბომბარდირი; მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელი; კალენდარული წლის საუკეთესო ბომბარდირი და საერთაშორიოს ტურნირების საუკეთესო ბომბარდირი.
ცნობისთვის, აქამდე არასდროს არცერთ ფეხბურთელს წელიწადში IFFHS-ის ორ ჯილდოზე მეტი არ მიუღია და მსგავსი მაჩვენებლით ლევანდოვსკი ერთადერთი მოთამაშეა.
'დიდი პატივია გავხდე პირველი ფეხბურთელი, რომელმაც IFFHS-სგან ერთ კალენდარულ წელიწადში ოთხი ჯილდო მიიღო, ყველას დიდი მადლობა, ვინც ამ საფეხბურთო მოგზაურობისას გვერდში მედგა', - განაცხადა პოლონელმა ფორვარდმა.