ხვალ, ბუნდესლიგის 22-ე ტურის შეხვედრაში, მიუნხენის ბაიერნის სტუმრად ბოხუმს დაუპირისპირდება.
აღნიშნულ მატჩამდე ერთი დღით ადრე გამართულ პრესკონფერენციაზე, იულიან ნაგელსმანმა ნიკლას ზულეს გუნდიდან წასვლის შესახებ ისაუბრა:
'ზოგჯერ იმარჯვებ, ზოგჯერ მარცხდები, ხან სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მოთამაშეებს უფასოდ ვიმატებთ, ხადანხან კი ვთმობთ მას', - აღნიშნა ნაგელსმანმა.
მოგვიანებით, ახალგაზრდა სპეციალისტმა შაბათის მატჩისთვის ზულეს სასტარტოში შესაძლო დაყენების ალბათობაზე ისაუბრა:
'როგორც მწვრთნელი, მე ფეხბურთელის თამაშს ვაფასებ, მიუხედავად მისი კონტრაქტისა. ამიტომაც, ჩემთვის მთავარია თუ როგორ ფორმაში არიან კონკრეტული მატჩისთვის მოთამაშეები', - დაამატა ნაგელსმანმა.