ნოიერმა ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა შეაფასა

ნოიერმა ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა შეაფასა

მიუნხენის "ბაიერნის" კაპიტანმა და გოლკიპერმა, მანუელ ნოიერმა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრის შედეგებზე ისაუბრა.

"ოლიმპიაკოსისა" და "ცრვენა ზვეზდას" სახით ორი ძლიერი გუნდი შეგვხვდა, მაგრამ ვფიქრობ პირველი ორი ადგილისთვის ჩვენ და "ტოტენჰემი" ვიბრძოლებთ.

"ტოტენჰემს" ძალიან კარგი გუნდი ჰყავს, ისინი გასულ სეზონში ფინალში გავიდნენ და მიუნხენში აუდის თასზეც დაამტკიცეს საკუთარი ძალები.

ყოველ მატჩს სულმოუთმენლად ველოდები, ატმოსფერო დროთა განმავლობაში გახურდება და ტემპერატურა აიწევს", - განაცხადა მანუ ნოიერმა.

"რეკორდმაისტერი" B ჯგუფში ჩემპიონთა ლიგის გასული წლის ფინალისტ "ტოტენჰემს", "ოლიმპიაკოსსა" და "ცრვენა ზვეზდას" დაუპირისპირდება.

ჯგუფურ ეტაპს მიუნხენელები 18 სექტემბერს "ცრვენა ზვეზდასთან" საშინაო მატჩით იწყებენ.


31-08-2019, 12:17
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2