როგორც უკვე მოგახსენეთ, მიუნხენის ბაიერნის გერმანელმა კიპერმა, მანუელ ნოიერმა მუხლზე ოპერაცია გაიკეთა, რის გამოც რამდენიმე კვირა გაუცდება.
როგორც გერმანულ მედიაში იწერება, ნოიერის რეაბილიტაცია გეგმის მიხედვით მიდის, ფეხბურთელი ოპერაციის შემდეგ თავს კარგად გრძნობს და დასაბრუნებლად ბევრს მუშაობს, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ გერმანელმა მეკარემ ზალცბურგთან განმეორებით შეხვედრაში, ან მარტის საერთაშორისო მატჩებში მოახერხოს მონაწილეობის მიღება.
ადგილობრივი წყაროების მტკიცებით, მანუს სურს, რომ აპრილის დასაწყისისთვის ჩემპიონთა ლიგის მატჩებისთვის 100%-ით მზად იყოს.