მიუნხენის ბაიერნის ყოფილი და ამჟამად გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ჰანს ფლიკი მიუნხენური გუნდის ბოლო დროს ნაჩვენებ წარუმატებელ შედეგებზე აკეთებს კომენტარს:
'ბაიერნში ყოველთვის უნდა მოიგო. ისინი შესანიშნავ სეზონს ატარებენ, შეიძლება ახლა არც ისე კარგად მიდის საქმეები, მაგრამ ფეხბურთში ასეც ხდება.
გუნდს ბრწყინვალე ხარისხი აქვს და იულიან ნაგელსმანის ბრწყინვალე მწვრთნელია. ისინი თავიანთ გზას დაუბრუნდებიან - დარწმუნებული ვარ, რომ წელს წარმატებით დაასრულებენ', - განაცხადა ფლიკმა.