მიუნხენის ბაიერნის და გერმანიის ეროვნული ნაკრების ვინგერს, სერჟ გნაბრის კლუბში ხელფასის საგრძნობლად მომატება სურს.
ბაიერნის სპორტული დირექტორი, ჰასან სალიჰამიჯიჩი ფეხბურთელის წარმომადგენლებს შეხვდა და როგორც გაირკვა, მხარეები საბოლოო შეთანხმებისგან ჯერ კიდევ შორს არიან, ხელახალი მოლაპარაკებები მოგვიანებით გაიმართება.
ადგილობრივი გამოცემა Sport Bild-ის ინფორამციით, გნაბრი ყოველწლიურად ხელფასის სახით 15-20 მილიონ ევროს ითხოვს, იმდენივეს, რამდენსაც ლეროი სანე და კინგსლი კომანი გამოიმუშავებენ.
ცნობისთის, 26 წლის მარჯვენა ვინგერმა მიმდინარე სეზონში მიუნხენური გუნდის მაისურით 31 შეხვედრა გამართა, სადაც თავის გამოჩენა 12 გოლითა და 9 საგოლე გადაცემით მოახერხა.