დორტმუნდის ბორუსიას თავდამსხმელს, ერლინგ ჰოლანდ ამ მომენტისთვის 5 რეალური შეთავაზება აქვს შემდეგი კლუბებიდან: მანჩესტერ სიტი, პსჟ, რეალ მადრიდი, ბარსელონა და ბაიერნი - ინფორმაციას ესპანური გამოცემა Cadena SER-ი ავრცელებს.
წყაროს მტკიცებით, 21 წლის ფეხბურთელის ტრანსფერში ფავორიტი ინგლისური მანჩესტერ სიტია, რაც შეეხება მადრიდის რეალს - მათი სურვილია ჰოლანდი დორტმუნდში კიდევ ერთი წლით დარჩეს, რათა ფორვარდი 2023 წლისთვის გაიფორმონ.
გარდა ამისა, ნორვეგიელს კიდევ ერთი ალტერნატივაც აქვს - გაახანგრძლივოს დორტმუნდთან კონტრაქტი, თუმცა თავად ფეხბურთელი ამ ვარიანტს არც კი განიხილავს.
მიუხედავად ამ ცნობისა, ახლახანს კიდევ ერთი ესპანური გამოცემა Diario Sport-ი ირწმუნებოდა, რომ ერლინგ ჰოლანდმა მადრიდის რეალთან წინასწარ შეთანხმებას უკვე მიაღწია.