მოგეხსენებათ, რამდენიმე საათის წინ, რუსეთის ფედერაციამ უკრაინის ტერიტორიაზე საომარი ქმედებები დაიწყო.
გერმანულმა სპორტულმა გამოცემა Bild-მა ერთ-ერთმა პირველმა მოახდინა მყისიერი რეაგირება რუსეთის მხრიდან უკრაინის მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებაზე. ამიერიდან, გამოცემა საფეხბურთო კლუბ შალკეს ფორმაზე გუნდის სპონსორის, რუსული გაზპრომის ლოგოს ნაცვლად, 'თავისუფლება უკრაინას' ბანერით გადაფარავს.
გარდა ამისა, Bild-მა ითხოვა, რომ პრესტიჟული საკლუბო ტურნირის, ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძელი რუსეთი აღარ იყოს და აღნიშნულ ღონისძიებაზე გაზპრომის ნებისმიერი სახის რეკლამა აიკრძალოს.
ცნობისთვის, შალკე და გაზპრომი ერთმანეთთან 2007 წლიდან თანამშრომლობენ.