ხვალ, ბუნდესლიგის 24-ე ტურის შეხვედრაში მიუნხენის ბაიერნი სტუმრად აინტრახტს დაუპირისპირდება.
შეხვედრის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, ბუნდესლიგის ოფიციალური ვებ-გვერდი ნაგელსმანის გუნდის სავარაუდო სასტარტო შემადგენლობას აქვეყნებს.
ბაიერნი (3-3-3-1): ულრაიხი - პავარი, ზულე, ერნანდესი - ზაბიცერი, კიმიხი, მუსიალა - გნაბრი, სანე, კომანი - ლევანდოვსკი.
ცნობისთვის, აღნიშნული შეხვედრა თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.