ცოტა ხნის წინ, პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა უარი განაცხადა რუსეთის ნაკრებთან თამაშზე.
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფში სწორედ ეს ორი ნაკრები შეხვდა ერთმანეთს, შეხვედრა კი 24 მარტისთვისაა ჩანიშნული.
აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში ბაიერნის და პოლონეთის ნაკრების ლიდერი, რობერტ ლევანდოვსკიც გამოეხმაურა:
'სწორი გადაწყვეტილებაა! ვერ წარმომიდგენია რუსეთის ნაკრებთან მატჩი იმ სიტუაციაში, როცა უკრაინაში შეიარაღებული აგრესია გრძელდება.
რუსი ფეხბურთელები და გულშმატკივრები ამაზე პასუხისმგებელნი არ არიან, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია ისე დავიჭიროთ თავი, ვითომც არაფერი მომხდარა', - აცხადებს ლევანდოვსკი.