დღეს, ბუნდესლიგის 24-ე ტურის შეხვედრაში მიუნხენის ბაიერნი სტუმრად აინტრახტს დაუპირისპირდა და მეტოქე ლეროი სანეს ერთადერთი გოლის წყალობით, 0:1 დაამარცხა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, მედიასთან კომენტარი იოზუა კიმიხმა გააკეთა და აღნიშნული მატჩი შეაფასა:
'საბოლოო ჯამში რთული მატჩი გამოდგა - კარგად ვითამაშეთ და ვფიქრობ უფრო ადრეც უნდა გაგვეტანა პირველი გოლი. მსგავს შეხვედრების გამარჯვება სასიამოვნოა, ბოლო 10-15 წუთი განსაკუთრებით კარგი გამოდგა - ორივე გუნდი ერთმანეთს ვუბიძგებდით შეტევებისკენ', - განაცხადა კიმიხმა.
ასევე: კიმიხის სუპერ ასისტით - სანემ ბაიერნი დააწინაურა (ვიდეო)