მსოფლიო პრესა ლევანდოვსკის ბაიერნიდან შესაძლო წასვლაზე კვლავ ალაპარაკდა, სალიჰამიჯიჩმა გუნდის საუკეთესო ბომბარდირთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა და კითხვაზე, მზად ხართ თუ არა, რომ ლევანდოვსკი ზაფხულში 50 მილიონ ევროდ გაყიდოთ, ასე უპასუხა:
'არა, ლევანდოვსკი ჩვენი გუნდის უმნიშვნელოვანესი წევრია. ის კვლავ მზადაა გოლების გასატანად და ტიტულების მოსაგებად, ამიტომაც ამ ვარიანტს არ განვიხილავთ.
ცხადია, კონტრაქტის გახანგრძლივებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.'
თუმცა, აინტრახტთან (0:1) მოგებული მატჩის შემდეგ, ლევანდოვსკიმ განაცხადა, რომ მსგავსი რამ აქამდე მისთვის არავის უთქვამს:
'ამის შესახებ პირველად მესმის. მშვიდად ვარ, ჩემთვის ახლა მნიშვნელოვანი თამაშებზე კონცენტრირებაა. ვიცი, როგორ არის ეს ყველაფერი მოწყობილი, ყოველთვის მზა და ღია ვარ სხვადასხვა ვარიანტების განსახილველად, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შემდეგი მატჩია', - განაცხადა ლევანდოვსკიმ.
როგორც გერმანული გამოცემა Bild-ი იტყობინება, მხარეებს შორის მოლაპარაკება ამ დრომდე არ ყოფილა, მეტიც, აღნიშნულ საკითხზე შეხვედრები ჯერ არ ჩანიშნულა.