როგორც გავლენიანი ესპანური გამოცემა Marca იტყობინება, მიუნხენის ბაიერნი კატალონიის ბარსელონას ახაგალაზრდა ნახევარმცველის, გავის ხელში ჩაგდებით ინტერესდება.
წყაროს ინფორმაციით, რეკორდმაისტერი იმ ტოპ კლუბებს შორისაა, რომლებიც 17 წლის ტალანტს აკვირდებიან.
შეგახსენებთ, გავი და ბარსელონა მოქმედი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ამ დრომდე არ შეთანხმებულან, ისე კი 2023 წლამდეა გათვლილი. ჯერჯერობით კონკრეტული არაფერია, მაგრამ წინასწარი ინფორმაციით, ფეხბურთელს ბარსელონაში დარჩენა და ახალი კონტრაქტის გაფორმება სურს.
გავიმ, მიმდინარე სეზონში ბარსელონას მაისურით ჯამში 31 მატჩი ჩაატარა, სადაც თავის გამოჩენა 2 გოლითა და 4 საგოლე გადაცემით მოახერხა.