მიუნხენის ბაიერნის შუახაზელმა იოზუა კიმიხმა და მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა გუნდის ავსტრიელ ლეგიონერზე, მარსელ ზაბიცერზე ისაუბრეს:
კიმიხი: 'ზაბიცერი ჩვენთან ერთად უფრო და უფრო უკეთესი ხდება. თავიდან მისთვის რთული იყო, მაგრამ როცა ნაბიჯს დგამ, დრო არის საჭირო, სანამ თავს კომფორტულად იგრძნობ და შენს როლს იპოვი.'
ნაგელსმანი: 'ზაბიცერს გამორჩეული თვისებები აქვს. ჩვენი, როგორც სამწვრთნელო შტაბის ამოცანაა, მას თავისი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენაში დავეხმაროთ, ჯერ საუკეთესო ფორმისგან შორს არის, მაგრამ ნელ-ნელა უახლოვდება.'