მოგეხსენებათ, ზულეს დორტმუნდში ტრანსფერის შემდეგ, მიუნხენის ბაიერნი აქტიურად ეძებს გემრანელი მცველის შემცვლელს. ზულეს შეცვლის ერთ-ერთ მთავარ ვარიანტად კილონდონის ჩელსის დანიელი მცველი, ანდრეას კრისტენსენი განიხილებოდა.
თუმცა, როგორც გავლენიანი ესპანელი ჟურნალისტი ხერარდ რომერო ირწმუნება კრისტენსენმა საბოლოო არჩევანი ბარსელონაზე შეაჩერა და ტრანსფერის ალბათობა 99%-ით გაიზარდა.
წყაროს მტკიცებით, კრისტენსენი კატალონიურ კლუბთან 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და გუნდს ზაფხულში, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.