როგორც უკვე მოგახსენეთ, ბაიერნის ხუთმა მოთამაშემ დღევანდელი სავარჯიშო პროცესი გამოტოვა.
ერთ-ერთი მოთამაშე, ვინც გუნდთან ერთად არ ივარჯიშა რობერტ ლევანდოვსკი იყო, როგორც მოგვიანებით გაირკვა, პოლონელმა ფორვარდმა ვარჯიში ოჯახური მიზეზების გამო გააცდინა.
კერძოდ, ლევანდოვსკის მეუღლეს, ანას ბებია გარდაეცვალა და წყვილი დაკრძალვაზე დასასწრებად, სამშობლოში გაფრინდა.
33 წლის ფორვარდი გუნდს ხვალ შეუერთდება.