მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს თქმით, მიუნხენის ბაიერნის პოლონელი ფორვარდი, რობერტ ლევანდოვსკი შესაძლოა პსჟ-ში გადავიდეს:
'პსჟ-ს ვიტყოდი, რადგან პარიზულ გუნდს ლევანდოვსკის აგენტ, პინი ზაჰავისთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს. გარდა ამისა, ზაჰავის საკუთარი კავშირები ინგლისშიც გააჩნია. ასე რომ, პრემიერ ლიგის კლუბებსაც არ გამოვრიცხავ, რადგან ლევანდოვსკის ყოველთვის სურდა საკუთარი ძალების ამ ჩემპიონატში მოსინჯვა.
ამ მომენტისთვის, ყველაფერი გაურკვეველია. თუმცა მაინც პსჟ-ს დავასახელებდი. პარიზელებს მისი შეძენა გასულ ზაფხულსაც სურდათ, ახლა კი მბაპეს შემცვლელი დასჭირდებათ, თუ ფრანგი რეალში გადასვლას გადაწყვეტს', - განაცხადა ფაბრიციომ.
ცნობისთვის, 33 წლის პოლონელს ბაიერნთან არსებული ხელშეკრულება 2023 წლამდე აკავშირებს.