დღეს, ბუნდესლიგის 25-ე ტურის შეხვედრაში, მიუნხენის ბაიერნმა ალიანს არენაზე ლევერკუზენს უმასპინძლა. გუნდებმა ქულები გაიყვეს, შეხვედრა 1:1 დასრულდა.
ანგარიში მე-18 წუთზე ნიკლას ზულემ გახსნა, თუმცა 36-ე წუთზე, მიულერმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და წონასწორობა აღადგინა - შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან მატჩი ნაგელსმანმა შეაფასა და მიუელრის ავტო-გოლზეც ისაუბრა:
'პირველი ნახევარი საათი ძალიან კარგად ვითამაშეთ. ძირითადად ჩვენ ვაკონტროლებდით ბურთს, თუმცა მოულოდნელი გოლი გავუშვით. ამის შემდეგაც გვქონდა შანსები...
არ მგონია, რომ მიულერი თავს საშინლად გრძნობდეს. სამწუხაროდ, მსგავსი რამ საუკეთესოებსაც ემართებათ', - განაცხადა ნაგელსმანმა.