დღეს, ბუნდესლიგის 25-ე ტურის შეხვედრაში, მიუნხენის ბაიერნმა ალიანს არენაზე ლევერკუზენს უმასპინძლა. გუნდებმა ქულები გაიყვეს, შეხვედრა 1:1 დასრულდა.
ანგარიში მე-18 წუთზე ნიკლას ზულემ გახსნა, თუმცა 36-ე წუთზე, მიულერმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და წონასწორობა აღადგინა - შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან მატჩი მიუნხენელთა მეკარემ, სვენ ულრაიხმა შეაფასა:
'საშინაო მატჩში უფრო მეტის მიღწევა გვინდოდა - საწყისი 30 წუთი კარგად ვითამაშეთ. შემდეგ, ცოტა მოვუკელით. საბოლოო ჯამში ვფიქრობ, რომ სამართლიანი ფრე იყო, მაგრამ შედეგი მაინც გულდასაწყვეტია. სამი ქულის მოპოვება და ჩვენი ლიდერობის განმტკიცება გვსურდა', - განაცხადა ულრაიხმა.