ლეგენდარულმა გერმანელმა მეკარემ, ოლივერ კანმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა:
'ომის ყველაზე შემზარავი კადრების ფონზე, დღითიდრე გვიჭირს ფეხბურთზე კონცენტრაცია, თუმცა ჩვენი საქმის კეთებას პროფესიონალურად ვაგრძელებთ.
ვერც ერთი ჩვენგანი ვერ წარმოიდგენდა, რომ ევროპაში შესაძლო იყო მსგავსი რამ მომხდარიყო. ომი უნდა დასრულდეს!
ვფიქრობდით, ლევერკუზენთან მატჩში რით გამოგვეხატა ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ - კლუბში 100 ათასი ევრო შევაგროვეთ და უკრაინელთა მხარდასაჭერად გადავრიცხეთ.
ბევრს ვფიქრობ იმაზე, თუ როგორ უნდა გააგრძელო მუშაობა ასეთ დროს. როგორც ბევრი, ჩვენც ვაგრძელებთ ჩვენი საქმის კეთებას', - განაცხადა კანმა.