ბაიერნის ხელმძღვანელობა, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, დაცვის ხაზის მარჯვენა ფლანგის გაძლიერებას გეგმავს.
Goal.com-ის ინფორმაციით, მიუნხენური გრანდი აიაქსის და ინტერის მცველების, ნუსაირ მაზრაუისა და დენზელ დამფრისის მიმართ იჩენს ინტერესს.
წყაროს მტკიცებით, ზემოთხსენებული ფეხბურთელები რეკორდმაისტერის სიის სათავეში არიან და ტოპ კანდიდატებად განიხილებიან.
ცნობისთვის, 25 წლის დამფრისს, ინტერთან არსებული კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს, რაც შეეხება 24 წლის მაზრაუის, ის ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება და შესაძლოა, ბაიერნმა ახალგაზრდა მცველი უფასოდ, თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატოს.