გერმანიის ეროვნული ნაკრების ამჟამინდელმა და მიუნხენის ბაიერნის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჰანს ფლიკმა ბაიერნის შემტევზე, ტომას მიულერზე ისაუბრა. შეგახსენებთ, ინტერვიუ მანამდეა ჩაწერილი, სანამ ფლიკი გერმანიის ნაკრების მწვრთნელად დაინიშნებოდა:
'თამაშში თავის საქმეს ყოველთვის სწორად არ აკეთებს, მაგრამ მწვრთნელს უფრო მეტ სიხარულს ანიჭებს, ვიდრე წყენას. მაგალითად, ზოგჯერ როცა საჭირო არ არის, კუთხეში მიდის, ბურთს კარგავს და კონტრშეტევა იწყება...
ხანდახან სიცილი მიწევს და ისეთი გრძნობა მეუფლება, თითქოს ამას სპეციალურად აკეთებს, რათა ცოტა გამამწაროს და ადრენალინი მიიღოს, მაგრამ გუნდისთვის და ამ კლუბისთვის ის იმდენად ბევრს ნიშნავს, რომ მისი მსგავსი მეტი არავინ იქნება.
ის რასაც კარიერის მანძილზე მან მიაღწია, უნიკალურია - ამასთან, წარმოუდგენლად პრაქტიკული და კარგი ბიჭია', - თქვა ფლიკმა.