გერმანიის ეროვნული ნაკრების და მიუნხენის ბაიერნის მთავარ მეკარეს, მანუელ ნოიერს ჟურნალისტმა საკუთარ ასაკზე ჰკითხა:
ჟურნალისტი: რობერტ ლევანდოვსკიმ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მისი ბიოლოგიური ასაკი 26 წელია. როგორ ფიქრობ, რამდენი წლის ხარ შენ სინამდვილეში?
ნოიერი: ლევიზე ოდნავ უფროსი (იცინის). მას შემდეგ, რაც მცირე ტრავმები მივიღე, უკვე ვგრძნობ რამდენი წლისაც ვარ, თუმცა ჩემი ძვლები კარგ ფორმაშია და ფიზიკურადაც თავს კარგად ვგრძნობ.