მიუნხენის ბაიერნის აღმასრულებელმა დირექტორმა, ოლივერ კანმა ბაიერნის გეგმებზე და ფეხბურთელებთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ისაუბრა:
'ჩვენ ზუსტად ვიცით, რისი მიღწევა გვსურს ამ სპორტში. ბაიერნის მიზანია ყოველწლიურად ჩემპიონთა ლიგის მოგება, რაც თავის მხრივ იმას ნიშნავს, რომ გუნდის მიზანიმართლ გაძლიერებას განვახორციელებთ.
დავიწყებთ მოლაპარაკებებს ახალ კონტრაქტებზე იმ ფეხბურთელებთან, რომლებიც ჩვენს გუნდში ირიცხებიან. რაც შეეხება კონტრაქტებზე მოლაპარაკებებს, ძალიან მშვიდი ვარ - გარედან წამოსულ ზეწოლას საკუტარ თავზე არ ვიღებთ.
სეზონის გადამწყვეტი მომენტი მოდის, ახლა ბუნდესლიგაში ზედიზედ მეათე ჩემპიონობას და ჩემპიონთა ლიგას აქვს მნიშვნელობა. ბაიერნი ყოველთვის ცნობილია იმით, რომ ბრძოლაში მაშინ რჩება, როცა ის ყველაზე მნიშვნელოვანია', - განაცხადა კანმა.