მიუნხენის ბაიერნის ლეგენდამ, ლოთარ მათეუსმა ყოფილ კლუბს ლევანდოვსკის მიმართ უპატივცემულობში დასდო ბრალი.
საქმე იმაშია, რომ ბაიერნის ბოსები ლევანდოვსკის და მის წარმომადგენლებს ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით ამ დრომდე არ დაკავშირებიან:
"თუ კლუბის ლევანდოვსკის წარმომადგენლებს ჯერ კიდევ არ დაკავშირებია, მაშინ ეს ფეხბურთელისადმი უპატივცემულობაა. ული ჰიონესის ან რუმენიგეს დროს ეს წარმოუდგენელი იქნებოდა...
ბაიერნს შეუძლია საკუთარ თავს იღბლიანი უწოდოს, რადგან გაუმართლათ, რომ ლევანდოვსკის ბრწყინვალე ხასიათი აქვს და საკუთარი საქმის ნამდვილი პროფესიონალია.
ამ დრომდე წინსვლა არ არის და გაკვირვებული ვარ - შეუძლებელია ყველა საქმე გადადო და დაელოდო იმას, თუ რა მოხდება", - განაცხადა მათეუსმა.