იოზუა კიმიხი სანაკრებო შესვენების დროს, ეროვნულ ნაკრებთან ერთად არ გაემგზავრება - მიზეზი კი ის გახლავთ, რომ გერმანელი შუახაზელი და მისი მეუღლე უახლოეს დღეებში მესამე შვილს ელოდებიან.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გერმანიის ნაკრების ამჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმაც გააკეთა:
'ჯო მეოჯახე ადამიანია. ბავშვის დაბადება განსაკუთრებული მომენტია ცხოვრებაში. ვიმედოვნებთ, რომ თუ ყველაფერი კარგად წავა, ის მალე ჩვენთან იქნება', - განაცხადა ფლიკმა.