მიუნხენის ბაიერნის შემტევმა, კინგლის კომანმა პსჟ-დან წამოსვლის მიზეზებზე ისაუბრა:
"საქმე ფულს არ ეხებოდა. ვფიქროდი, რომ უფრო მეტ სათამაშო დროს ვიმსახურებდი, რაც იმ დროინდელ პსჟ-ში არ მეძლეოდა.
საბოლოოდ, ხელმძღვანელობას იჯარის წესით გაშვება ვთხოვე, რაზეც უარი მივიღე, ამის შედეგად კი წასვლა გადავწყვიტე.
პსჟ-ში სიტუაციის სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ ისინი შედეგებს მალევე ითხოვენ. არადა, ახალგაზრდების განვითარებით, შედეგები 3-4 წელიწადში მოდის ხოლმე. შესაძლოა, მათ მოთმინება დააკლდათ", - განაცხადა კომანმა.