როგორც ესპანური გამოცემა Diario Sport-ი წერს, მიუნხენის ბაიერნის თავდამსხმელი, რობერტ ლევანდოვსკი შესაძლოა ბარსელონას ფეხბურთელი გახდეს.
წყაროს მტკიცებით, რეკორდმაისტერის ლიდერი აღნიშნული ტრანსფერის წინააღმდეგი არ არის და ესპანურ გრანდში გადასვლა სურს.
ლევანდოვსკი თვლის, რომ მის კარიერაში ახალი გამოწვევების დრო დადგა და საკუთარი ძალების მოსინჯვა სხვა ჩემპიონატში სურს.
თავის მხრივ, ბარსელონა მზადაა 33 წლის თავდამსხმელს 4-წლიანი კონტრაქტი შესთავაზოს.
ცნობისთვის, ლევანდოვსკის ბაიერნთან არსებული ხელშეკრულება 2023 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს, თუმცა მხარეებს შორის თანამშრომლობსი გაგრძელებაზე მოლაპარაკებები ამ დრომდე არ დაწყებულა.
გირჩევთ: "უნდა თუ არა ლევანდოვსკის ბაიერნიდან წასვლა?", - კანის პასუხი ჟურნალისტებს