მიუნხენის ბაიერნის გერმანელმა შემტევმა, ტომას მიულერმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა:
"საკუთარი თავის მიმართ გარკვეული მოთხოვნები მაქვს. 2025 წლამდე ვაპირებ ტოპ დონეზე თამაშს და ამ ეტაპზე სწორედ ასე ვგრძნობ თავს.
არ მინდა იქამდე ვითამაშო, სანამ სხვები არ მეტყვიან, რომ უნდა წავიდე - გადამწყვეტი ფაქტორი მე უნდა ვიყო", - განაცხადა მიულერმა.
ცნობისთვის, მიულერს და ბაიერნს შორის მოქმედ ხელშეკრულებას ვადა 2023 წლის 30 ივნისამდე აქვს - მხარეებს შორის თანამშრომლობის გაგრძელებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები ამ დრომდე არ დაწყებულა.