მიუნხენის ბაიერნის ფორვარდმა, რობერტ ლევანდოვსკიმ კარიერის ბარსელონაში გაგრძელებაზე თანხმობა განაცხადა - ინფორმაციას იტალიური გამოცემა Sport Italia ავრცელებს.
წყაროს მტკიცებით, პოლონელმა ბლაუგრანას ტრანსფერზე წინასწარი, სიტყვიერი თანხმობა უკვე განუცხადა, ერთადერთი რაც დარჩა ისაა, რომ თავად ბარსელონამ ბაიერნს სარფიანი შეთავაზება უნდა გაუკეთოს და გერმანული კლუბი ტრანსფერზე დაითანხმოს.
ცნობისთვის, ლევანდოვსკისა და ბაიერნს შორის არსებულ კონტრაქტს ვადა 2023 წელს გასდის, თუმცა მხარეებს შორის ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ამ დრომდე არ გამართულა.
ასევე: დასახელდა თანხა, რომელსაც ბარსელონა ლევანდოვსკის ტრანსფერის სანაცვლოდ იხდის