ლეგენდარულმა ბრაზილიელმა მცველმა, კაფუმ ბაიერნის პოლონელ თავდამსხმელს, რობერტ ლევანდოვსკის ბაიერნში დარჩენა ურჩია:
"შესანიშნავ გუნდში ასპარეზობს და მის რიგებში კარგადაც თამაშობს - რატომ უნდა წავიდეს? ბაიერნში თამაში დაეხმარა მას იმაში, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გამხდარიყო.
ლევანდოვსკის კარგად ესმის, თუ როგორ მუშაობს ფეხბურთი, ის მატჩების ბედს წყვეტს. წლის საუკეთესო ფეხბურთელი იყო, რითაც გასული წლის მიღწევები განიმტკიცა.
ცხადია, ის ამ დროისთვის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია", - განაცხადა კაფუმ.
ცნობისთვის, ლევანდოვსკის და ბაიერნს შორის არსებულ კონტრაქტს ვადა 2023 წლის ზაფხულში ეწურება, თუმცა კლუბსა და ფეხბურთელს შორის ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები ამ დრომდე არ დაწყებულა.