მიუნხენის ბაიერნის შემტევმა, ტომას მიულერმა გუნდის სატრანსფერო პოლიტიკაზე ისაუბრა:
'ბაიერნი კონკურენტებს შეგნებულად ასუსტებს მათი ლიდერების გადაბირებით? არავითარ შემთხვევაში! ამ გუნდებს საკუთარი ფეხბურთელების გაყიდვას არავინ აიძულებს.
შეხედეთ პსჟ-ს და მბაპეს. ისევე როგროც ნებისმიერი სხვა კლუბი, ცხადია ჩვენც ვეძებთ ხარისხიან ფეხბურთელებს, რომლებიც ბაიერნის ბიუჯეტს მოერგებიან.
ნორმალური ამბავია, რომ პირველ რიგში ვარიანტებს საკუთარ ლიგაში ვეძებთ. ყოველთვის არსებობდა ტრანსფერები, რომლებიც მედიაში ცხელი განხილვის საგანი ხდებოდა და ეს ძალიანაც კარგია', - თქვა მიულერმა.