ბაიერნი თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში პეპ გვარდიოლაზე ისაუბრა და ის პერიოდი გაიხსენა, როცა ესპანელი მწვრთნელი ბუნდესლიგაში მუშაობდა:
'გვარდიოლამ ფეხბურთზე სხვა თვალით შემახედა. ახლა უკეთ ვხედავ თუ ვინ რა შეცდომა დაუშვა და ვინ ითამაშა კარგად. როგორ უნდა იყო მეტოქეზე ერთი ნაბიჯით წინ.
პეპი ხშირად მესაუბრებოდა ტაქტიკაზე და მიხსნიდა: უფრო ძლიერ ფორვარდად გაქცევ, რადგან ისედაც კარგი ფეხბურთელი ხარ. შემიძლია პარტნიორებს ბურთი საჯარიმომდე სწრაფად მივატანინო, იქ კი უკვე გეცოდინება რაც უნდა გააკეთოო', - ციტირებს ლევანდოვსკის სიტყვებს ესპანური Marca.