ბაიერნის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ დორტმუნდის თავდამსხმელზე, ერლინ ჰოლანდზე ისაუბრა და ვარაუდი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში ნორვეგიელი გერმანიის ჩემპიონატს დატოვებს:
'ჰოლანდი ბუნდესლიგაში ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა. ვფიქრობ, გერმანიაში დიდხანს არ გაჩერდება. ნორვეგიელს აქ ყოფნა გაუჭირდება - ჩემი აზრით, ძალიან მალე საზღვარგარეთ წავა', - ციტირებს Bild-ი რუმენიგეს სიტყვებს.
Transfermarkt-ის ვერსიით, ჰოლანდის სატრანსფერო ღირებულება 150 მილიონია.