მოგეხსენებათ, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა დასრულდა, სადაც გაირკვა, რომ გერმანია E ჯგუფში იასპარეზებს.
შედეგების შემდეგ, გერმანელთა მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა აღნიშნული კენჭისყრა შეაფასა:
"ყველა გუნდი განვითარდა, ყველა გუნდს აქვს რაღაც განსაკუთრებული. ჩვენ უბრალოდ უნდა დავრწმუნდეთ, რომ მეორე რაუნდში გადავალთ.
ეს არ იქნება ადვილი ამოცანა, მაგრამ ჩვენ ამ ტურნირზე დიდი მიზნები გვაქვს. უნდა მივიღოთ ის, რაც ჩვენს განვლილ გზას მოჰყვება - ეს არის საინტერესო ჯგუფი ჩვენთვისაც და დარწმუნებული ვარ ყველასთვის", - განაცხადა ფლიკმა.
ჯგუფი E: ესპანეთი, კოსტა რიკა/ ზელანდია, გერმანია, იაპონია