მოგეხსენებათ, დღეს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა დასრულდა, სადაც გაირკვა, რომ გერმანია E ჯგუფში იასპარეზებს.
შედეგების შემდეგ, გერმანელთა მეკარემ, მანუელ ნოიერმა აღნიშნული კენჭისყრა შეაფასა:
"პირველი კალათიდანვე ნათელი იყო, რომ რთული მეტოქეები მოგვიწევდა. ესპანეთთან ბოლო მატჩში უარყოფითი მოგონებები გვაკავშირებს, თუმცა ეს მეორეჯერ არ განმეორდება.
დარწმუნებულები ვართ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებულად ვიასპარეზებთ", - განაცხადა ნოიერმა.
ჯგუფი E: ესპანეთი, კოსტა რიკა/ ზელანდია, გერმანია, იაპონია