ბუნდესლიგის 28-ე ტურში ბაიერნი ფრაიბურგს ესტუმრა და მეტოქე 4:1 გაანადგურა, თუმცა, მატჩის ბედი ჯერ, რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის და შეიძლება ისეც მოხდეს, რომ გუნდს 0:3 წაგება ჩაუთვალონ.
აღნიშნულზე კომენტარი დღევანდელი მატჩის მთავარმა არბიტრმაც გააკეთა:
"15-16 წამის განმავლობაში მოედანზე ბაიერნის 12 მოთამაშე იყო. ამ პერიოდში, გოლი არ გასულა - ჩვენ მხოლდო იმას ვიტყვით, რომ დანარჩენს გერმანიის ფეხბურთის ფედერაცია გადაწყვეტს.
როგორც კი ეს შევნიშნეთ, მაშინვე თამაში შევწყვიტეთ და კონსულტაციების გავლის შედეგად, შეხვედრა გავაგრძელეთ", - განაცხადა დინგერტმა.