ბუნდესლიგის 28-ე ტურში მიუნხენის "ბაიერნი" "ფრაიბურგს" ესტუმრა და ანგარიშით 1:4 დაამარცხა.
მატჩის მიმდინარეობის დროს უჩვეულო შემთხვევა დაფიქსირდა. "რეკორდმაისტერი" გარკვეული დროის განმავლობაში 12 ფეხბურთელით იყო მინდორზე.
კერძოდ, 85-ე წუთზე იულიენ ნაგელსმანმა ორმაგი ცვლილება განახორციელა, თუმცა "ბაიერნის" მხრიდან ორის ნაცვლად მინდვრიდან მხოლოდ 1 ფეხბურთელი გავიდა. აღნიშნულზე კომენტარი თავად ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმაც გააკეთა:
"სარეზერვო მსაჯმა არასწორი ნომერი აჩვენა და კომანმა არ იცოდა, რომ მოედანი მას უნდა დაეტოვებინა - რა ნომერიც აჩვენეს, ეს კინგის ძველი სათამაშო ნომერი იყო, სწორედ ამიტომ შეიქმნა გაურკვევლობა.
ვფიქრობ, ასე სადღაც 8-9 წამი ვითამაშეთ 12 კაცით. ცოტა უცნაური ეპიზოდი კი იყო, მაგრამ ამას მატჩის შედეგზე არანაირი ზეგავლენა არ მოუხდენია.
ცხადია, გულშემატკივრები ამ თემას აქტიურად განიხილავენ, რაც ნორმალური ამბავია - კარგად ვიცი ვინ არის დანმაშავე, მაგრამ არ დავასახელებ, ამას თქვენ, ჟურნალისტებს მოაგნდობთ", - განაცხადა ნაგელსმანმა.
გირჩევთ: აღნიშნული ეპიზოდის ვიდეო