ბაიერნის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ, ჟურნალისტებთან საუბრისას განმართა, თუ რატომ თქვა უარი და არ იბრძოლა ბავარიულმა კლუბმა ლეო მესის ტრანსფერისთვის.
'მესის ტრანსფერი? ეს ყოვლად წარმოუდგენელი რამ იყოს. ეს თემა არც კი განიხილებოდა - ამაზე ფიქრიც კი არ შეიძლება. მესის წარმოუდგენლად დიდი ხელფასი აქვს.
უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტიც, რომ მესის ასეთი ხელფასი სხვა ფეხბურთელებეც მოქმედებს და ისინიც ითხოვენ მსგავს ანაზღაურებას. სწორედ ამან გამოიწვია "ბარსელონაში" ეკონომიკური მდგომაროების მკვეთრად გართულება', - განაცხადა რუმენიგემ.