ბაიერნის ნახევარმცველმა იოზუა კიმიხმა ფრანგულ გამოცემასთან ინტერვიუში საკუთარ ბავშვობაზე ისაუბრა და გაიხსენა, რომ ბარსელონას თამაშებს მესის გამო უყურებდა:
'პატარა რომ ვიყავი, ბარსელონას თამაშებს მესის გამო ვუყურებდი. არგენტინელის წასვლის მიუხედავად, ბარსელონას უამრავი ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელი ჰყავს, მაგალითად - პედრი და დე იონგი. გუნდში ასევე არიან გამოცდილი ფეხბურთელებიც - ბუსკეტსი, მემფისი და ტერ შტეგენი', - განაცხადა კიმიხმა.