ბუნდესლიგის 28-ე ტურში მიუნხენის "ბაიერნი" "ფრაიბურგს" ესტუმრა და ანგარიშით 1:4 დაამარცხა.
მატჩის მიმდინარეობის დროს უჩვეულო შემთხვევა დაფიქსირდა. "რეკორდმაისტერი" გარკვეული დროის განმავლობაში 12 ფეხბურთელით იყო მინდორზე.
კერძოდ, 85-ე წუთზე იულიენ ნაგელსმანმა ორმაგი ცვლილება განახორციელა, თუმცა "ბაიერნის" მხრიდან ორის ნაცვლად მინდვრიდან მხოლოდ 1 ფეხბურთელი გავიდა.
მსაჯმა თავდაპირველად ეს მომენტი ვერ შენიშნა და დაახლოებით 20 წამის განმავლობაში გუნდებმა 12 11-ის წინააღმდეგ განაგრძეს თამაში.
თუმცა, ეს არ გამოპარვია მასპინძელთა მთავარ მწვრთნელს, კრისტიან შტრაიხს, რომელიც ეპიზოდით ძალიან აღშფოთდა.
როგორც დღეს გაირკვა, ფრაიბურგის მმართველობამ სიტუაციის შესაწვლის შემდეგ, საჩივრის შეტანა ოფიციალურად გადაწყვიტა.