ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის 1/4 ფინალური შეხვედრის პირველ მატჩში, მიუნხენის ბაიერნი სტუმრად ვილიარეალთან მინიმალური სხვაობით, 0:1 დამარცხდა.
მატჩის შემდეგ, ჟურნალისტებთან აღნიშნული შეხვედრა მიუნხენელთა მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა შეაფასა:
"ჩვენ დავთმეთ მატჩის კონტროლი, რადგან გოლის გატანა ძალიან გვინდოდა, მაგრამ ასევე შესაძლებელი იყო კიდევ გაგვეშვა გოლები - დღეს არ ყოფილა ჩვენგან კარგი თამაში...
საბოლოო ჯამში, წაგება დავიმსახურეთ, საკმარისად კარგები არ ვიყავით.", - განაცხადა ნაგელსმანმა.