ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის 1/4 ფინალური შეხვედრის პირველ მატჩში, მიუნხენის ბაიერნი სტუმრად ვილიარეალთან მინიმალური სხვაობით, 0:1 დამარცხდა.
მატჩის შემდეგ, ჟურნალისტებთან აღნიშნული შეხვედრა მიუნხენელთა შემტევმა, ტომას მიულერმა შეაფასა:
"ვიღებთ ამ მინიმალურ მარცხს და კარგად გვესმის, რომ ყველაფერი შეიძლებოდა ბევრად უარესად დამთავრებულიყო. მეტოქე უნდა შევაქოთ.
ახლა უნდა გავერთიანდეთ და საპასუხო მატჩში ნამდვილი ბაიერნი ვაჩვენოთ", - განაცხადა მიულერმა.
ცნობისთვის, ბაიერნი ვილიარეალთან საპასუხო შეხვედრას 12 აპრილს, ალიანს არენაზე გამართავს.