მიუნხენის ბაიერნის ყოფილმა პრეზიდენტმა, უნი ჰიონესმა დაასახელა მიზეზი, თუ რატომ არ გადავიდა 2010 წელს ფრენკ რიბერი მადრიდის რეალში სათამაშოდ:
'2010 წელს ისე ჩანდა, თითოქს რიბერის ისტორია ბაიერნში დასასრულისკენ მიდიოდა, რადგანაც მისი აგენტები მას აშკარად რეალში გაყიდვას უპირებდნენ.
ჩვენ რიბერი და მისი მეუღლე ვახშამზე დავპატიჟეთ. შესანიშნავი საღამო გავატარეთ და დაახლოებით შუაღამეს, მისმა მეუღლემ თქვა: "ფრენკ, ჩვენ აუცილებლად მიუნხენში ვრჩებით', - ამბობს ჰიონესი.
ცნობისთვის, რიბერიმ ბაიერნის მაისური 425 შეხვედრაში მოიგო, სადაც თავის გამოჩენა 124 გოლით და 182 საგოლე გადაცემით მოახერხა. ამჟამად 38 წლის ფრანგი შემტევი იტალიურ სალერნიტანაში თამაშობს.