მიუნხენის ბაიერნის ყოფილმა პრეზიდენტმა, ული ჰიონესმა ლევანდოვსიკსთან კონტრაქტის გახანგრძლივების აუცილებლობაზე და ერლინგ ჰოლანდის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა:
"ბაიერნმა აუცილებლად უნდა იფიქროს და განიხილოს ლევანდოვსკისთან კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხი, იმედი მაქვს, რომ კლუბი ამ მხრივ წარმატებას მიაღწევს.
თუმცა, თუ მოლაპარაკებები ვერ შედგა, ვფიქრობ ჰოლანდი შესანიშნავი ფეხბურთელია მისი ასაკიდან გამომდინარე. თუმცა, ეკონომიკური კუთხით თუ
განვიხილავთ, ბაიერნს არ შეუძლია და არც უნდა გადაიხადოს ამხელა თანხა ნორვეგიელში", - განაცხადა ჰიონესმა.