მიუნხენის ბაიერნი 2020 წლის ზაფხულში, ბარსელონას ნიჭიერი ახალგაზრდა ნახევარმცველის, პედრის ხელში ჩაგდებას ცდილობდა.
გერმანულმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგაზე კატალონიელთა 8:2 დამარცხების შემდეგ, უმალვე 45 მილიონ ევროიანი შეთავაზება გააკეთა, თუმცა იმ პერიოდში ბარსელონამ პედრის გაშვებაზე უარი განაცხადა.
ცნობისთვის, 19 წლის ტალანტმა მიმდინარე სეონში ბარსელონას მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 20 მატჩი ჩაატარა, სადაც თავის გამოჩენა 4 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით მოახერხა.