მიუნხენის ბაიერნის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა მანჩესტერ იუნაიტედში ყოფნის პერიოდი გაიხსენა, სადაც მისი მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო იყო:
'სამწუხაროდ, მოურინიოს ხელმძღვანელობით მანჩესტერში ცოტას ვთამაშობდი, მაგრამ როგორც მწვრთნელს, მას მაინც პატივს ვცემ. ჟოზე დიდებული მწვრთნელია, რომელსაც უამრავი ტიტული აქვს მოგებული.
თუმცა, მანჩესტერში სიტუაცია უჩვეულო და რთული იყო, მოურინის არასდროს აუხსნია ჩემთვის, რატომ არ მეძლეოდა საკმარისი სათამაშო დრო. ალბათ, საქმე იმაშია, რომ ადრე გვარდიოლასთან (ბაიერნში) ვიყავი, გვარდიოლას ფეხბურთს ვთამაშობდი, რაც მოურინიოს გემოვნებაში არ ჯდება. პირადად მე ჟოზეს ვარჯიშები მომწონდა.
ცხადია, ორივეს განსხვავებული სტილი აქვთ. ვფიქრობ, ამიტომაც წავიდა იბრაჰიმოვიჩი. მოურინიოს ფეხბურთი ზოგჯერ ნაკლებად იყო ფეხბურთი, ქმედებები შედარებით მარტივი გახლდათ, მაგრამ თან გუნდებთან ერთად წარმატებისთვის მიუღწევია. უბრალოდ მე უცნარი შთაბეჭდილებები დამრჩა', - განაცხადა შვაინშტაიგერმა.