ხვალ, ჩემპიონთა ლიგაზე, განმეორებით შეხვედრაში, მიუნხენის ბაიერნი შინ ვილიარეალს უმასპინძლებს. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
მატჩამდე ერთი დღით ადრე, ბუნდესლიგის ოფიციალური ვებ-გვერდი მიუნხენელთა სავარაუდო სასტარტო თერთმეტეულს ასახელებს.
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - პავარი, უპამეკანო, ერნანდესი, დევისი - კიმიხი, გორეცკა - სანე, მიულერი, კომანი - ლევანდოვსკი.
ცნობისთვის, პირველ შეხვედრაში ბაიერნი მინიმალური სხვაობით, 1:0 დამარცხდა.