მიუნხენის ბაიერნი თავდამსხმელი, რობერტ ლევანდოვსკი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ბარსელონაში გადავა - ინფორმაციას პოლონური გამოცემა TVP Sport-ი ავრცელებს.
წყაროს მტკიცებით, პოლონეთის ნაკრების ფორვარდმა, ესპანურ გუნდთან კონტრაქტი უკვე შეათანხმა და ამის შესახებ ბაიერნის ხელმძღვანელობას უკვე აცნობა.
საუბარია 3-წლიან კონტრაქტზე, თუმცა ხელფასის ოდენობა ამ დრომდე არ სახელდება.
როგორც აქამდე იწერებოდა, ბაიერნი 33 წლის ფორვარდის სანაცვლოდ 65 მილიონ ევროს ითხოვს, თუმცა არ არის გამორიცხული, ტრანსფერში ფეხბურთელებიც ჩაერთონ.
ცნობისთვის, ლევანდოვსკიმ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჯამში 40 მატჩი ჩაატარა, სადაც თავის გამოჩენა 46 გოლითა და 4 საგოლე გადაცემით მოახერხა.